მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასება გაუმჯობესდა, ACTR-ის კვლევის ფარგლებში კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მომსახურების ის სფეროებიც, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინებს და ყველაზე დაბალი შეფასებები უფიქსირდებათ.
კონკრეტულად კი „ეისითი კვლევის“ კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მომხმარებელმა მომსახურების ხარისხი საშუალოზე მაღალი ქულით შეაფასა: 10-ბალიანი სკალით 7.04 ქულა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4 ქულით (2023: 6.64 ქულა) გაზრდილია.
საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი არის ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებით:
- საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები — 6.98 ქულა
- სადაზღვევო მომსახურება — 7.23 ქულა
აღნიშნული მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სფეროში მომსახურება საჭიროებს გაუმჯობესებას და მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებულობას.
ასევე, შედარებით დაბალი ქულებით ფასდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით კმაყოფილება (7.62) და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, მაღაზიებსა და მოლებში მიღებული მომსახურება (7.66).
კვლევის მიხედვით, სააფთიაქო მომსახურება 2025 წელსაც ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას (8.75 ქულა) და ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია (8.59 ქულა).
მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ:
გასართობ-შემეცნებითი მომსახურებები — 8.26 ქულა
სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურებები — 8.24 ქულა
2023 წელს, ტოპ სამეულში შედიოდა მიტანის სერვისებიც (8.2 ქულა), რომლის კმაყოფილების მაჩვენებელიც 2025 წელს შემცირდა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერვისის ხარვეზებთან ან მომსახურების ხარისხის შემცირებასთან.
ამას გარდა, კმაყოფილების მაჩვენებლები თითქმის ყველა მომსახურების სფეროში გაიზარდა გარდა: მიწოდება/მიტანის სერვისებისა და სუპერმარკეტის, ჰიპერმარკეტის, მინიმარკეტის, მაღაზიებისა და მოლებისა. რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა სფერომ ვერ მოახერხა მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარება და გამოცდილების გაუმჯობესება.
ACTR-მა სატელეფონო გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის ჩაატარა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს.