2025 წლის I კვარტალში გლობალური ტურიზმი 5%-ით გაიზარდა – UN Tourism

2025 წლის I კვარტალში გლობალური ტურიზმი 5%-ით გაიზარდა – UN Tourism
2025 წლის პირველ სამ თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წლიურად 14 მილიონით, 300 მილიონამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდაა, პრეპანდემიულ 2019-თან შედარებით კი – 3%-იანი – ამის შესახებ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის “მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრით” ხდება ცნობილი.

მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრი მონაცემებს რეგიონებისა და ქვერეგიონების მიხედვითაც აჯგუფებს. ორგანიზაციის თანახმად:

  • 2025 წლის I კვარტალში ევროპის კონტინენტს 125 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც წლიურად 2%-იანი ზრდაა, პანდემიური 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით კი ზრდა 5%-ია;
  • 9%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა აფრიკაში, პრეპანდემიულ მაჩვენებლებს კი 16%-ით გადააჭარბა;
  • რაც შეეხება ამერიკის კონტინენტებს, აქ საერთაშორისო ტურიზმის ზრდამ პირველ კვარტალში 2% შეადგინა, მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე კი მოგზაურთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა, რასაც ხელი სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულის სეზონმა შეუწყო;
  • 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა შუა აღმოსავლეთში, თუმცა 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, ზრდამ 44% შეადგინა;
  • აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში საერთაშორისო ვიზიტები 12%-ით გაიზარდა. შესაბამისად, რეგიონში პანდემიამდელი ტურიზმის მაჩვენებლები 92%-ით აღდგა. ქვერეგიონებში ძლიერი ზრდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა, სადაც წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა.

UN Tourism-ის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტურისტული დანახარჯები 9%-ით გაიზარდა ესპანეთში, 7%-ით თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და პორტუგალიაში კი – 4%-ით. საფრანგეთში ტურისტული დანახარჯების ზრდამ 6% შეადგინა, ნორვეგიაში – 20% ხოლო დანიაში – 11%.

წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები 34%-ით გაიზარდა იაპონიაშიც. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ წლიურმა ზრდამ 3% შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *