TBC Capital-ის მიერ მომზადებული მიმოხილვაში წერია, ამის მიუხედავად რისკები მაინც რჩება. მათ შორის ჰორმუზის სრუტის გავლით (რისი ჩაკეტვითაც ირანი იმუქრება) გაზის მნიშვნელოვანი ნაკადის შეწყვეტა წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს გლობალური მიწოდებისთვის.
მაისში ბუნებრივი აირისა და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ბაზარზე ზემოქმედება მოახდინა სეზონურმა მოთხოვნის ცვლილებებმა და მაკროპოლიტიკურმა ფონმა. ევროპის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელზე გრილმა ამინდმა გამოიწვია დამატებითი ამოღება TTF-ს ინდექსირებულ მარაგებიდან, რამაც მაისის დასაწყისში 24 ევროზე მყოფი ფასი 30 ევრომდე გაზარდა, თუმცა შემდეგ ისეც შემცირდა.
TBC Capital-ის შეფასებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობა – განსაკუთრებით ისრაელის ლევიათანის საბადოს დროებითი დახურვა ირანთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ – ქმნის ფასწარმოქმნის სარისკო ზღვარს. თუ ეს შეფერხება გაგრძელდა, 2-3 მლნ ტონა გაზის გადამისამართება შესაძლოა ეგვიპტისკენ მოხდეს ამ ზაფხულს, რაც დააჩქარებს რეგაზიფიკაციის სიმძლავრის სრულად ათვისებას და ნაწილობრივ კომპენსაციას გაუწევს ჩინეთის LNG იმპორტს. თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ასეთი სცენარი იქნება დროებითი და შეზღუდული შოკი, ვიდრე ბაზრის სტრუქტურული ცვლილება. დღეის მდგომარეობით, ევროპაში გაზის ფასი 35.6 ევრომდეა შემცირებული.