
თუ უქმეებს გეგმავთ შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ნახეთ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ უახლეს პროგნოზზე ისაუბრა. „სინოპტიკური სიტუაცია 30 მაისიდან, ივნისის დასაწყისშიც არამდგრადი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცალკეულ დღეებში, უმეტეს რაიონში გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვაც. 31 მაისს და 1 ივნისს შესაძლებელია, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატოს, მაგრამ ივნისის 2 რიცხვიდან, ჰაერის ტემპერატურა, 3-4 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც