
რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1.4%-მდე შენელდა
რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სულ რაღაც 1.4%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში დაფიქსირებული 4.5% და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღწეული 5.4%. ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი შენელება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: სანქციები, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო იზოლაცია