
ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება
ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – ამჯერად უნცია ოქროს ღირებულებამ 2,240 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 2.5%-ს შეადგენს. ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.