
წელს დამატებით 2 ლიცენზია გაიცა – რომელი კომპანიებია ჩართული ღია ბანკინგის სისტემაში?
ღია ბანკინგის მიმართულებით საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ერთპარტიულ პარლამენტში 27 მარტს განაცხადა და საკითხზე მუშაობის პირობა დადო. გალდავას თქმით, ღია ბანკინგის სისტემა დეცენტრალიზებულად გაკეთდა, რაც იმის მიზეზი ჰგონია, რომ ის სრულყოფილად არ მუშაობს. ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული