
სამხრეთ კორეაში გაჩენილ ხანძრებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ათასობით მეხანძრე-მაშველი და სამხედრო პირი ებრძვის – ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში ვრცელდება. მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის გამო 27 ათასი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარისა და მშრალი კლიმატის გამო ცეცხლი ქალაქ ანდონგში სწრაფად გავრცელდა. არ ფუნქციონირებს სკოლები და ციხეებიდან