
GIZ-ის დაფინანსებით, ბაღდათში ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს განვითრებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში, ღვინის პირველი ევროსტანდარტის ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც იმერეთის რეგიონის მეღვინეებთან ერთად, მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება – ამის შესახებ ინფორმაციას GIZ ავრცელებს. ღვინის ლაბორატორია ბაღდათში GIZ-ის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ – 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში