
“მოგვიწევს, მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე გადაცემა “ღამის კურიერში” ისაუბრა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, მიწის ქვემოთ, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომელიც მომავალ წელს დაიწყება. როგორც კალაძემ თქვა, აქამდე ვარაუდობდნენ, რომ სამუშაოები მაისში დაიწყებოდა, მაგრამ გადაიდო. “რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სიახლეები გვაქვს, გარკვეული კვლევები