
ერთი სული გვაქვს, როდის გამოვალთ ხვალ მოედანზე… – ხვიჩა კვარაცხელია
“როგორც პსჟ-ში, ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში, ძალიან ბედნიერი ვარ. სადაც კარგად გექცევიან და პატივს გცემენ, იქ აუცილებლად ბედნიერი ხარ და ცდილობ, საუკეთესო გააკეთო,” – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვილი სანიოლთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები არიან “დინამო არენაზე” დაბრუნებით, რადგან ეს სტადიონი მათთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება.