
რატომ იზრდება ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი? – საელჩოს განმარტება
ბოლო პერიოდში, ჩინური ავტომობილები საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საიმპორტო საქონლად ყალიბდება. გასულ წელს, ქვეყანაში $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც 62%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, საქართველომ $18.6 მილიონის ღირებულების 1,119 ავტომობილი უკვე შეიძინა, ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება. ამასთან, არაერთმა ჩინურმა ბრენდმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობაც