
სიახლეები გვაქვს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე – ალექსანდრე წულაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც, სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტ მინისტრთან ერთად, „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, სადაც მინისტრი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, არსებული სიახლეები და მიღწევები გააცნო. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გამოყო დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხი. კერძოდ, ტრანსნაციონალური განათლების შესაძლებლობები