2026 წელს უკრაინაში Rheinmetall-ის ქარხანა ამუშავდება

2026 წელს უკრაინაში Rheinmetall-ის ქარხანა ამუშავდება
მომავალ წელს, უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის და იარაღის მწარმოებელი გერმანული კონგლომერატის, Rheinmetall-ის ქარხანა ამუშავდება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა გამოცემა Handelsblatt-თან განაცხადა, ქარხანა იმაზე მეტად დაიტვირთება, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო პროგნოზირებული და დაგეგმილი 150,000 სამხედრო ჭურვის ნაცვლად, ქარხნის წლიური წარმატება 300,000-მდე გაიზრდება, ანუ გაორმაგდება. უკრაინულ საწარმოში Rheinmetall-მა €600 მილიონი დააბანდა.

უკრაინაში საარტილერიო ჭურვების ქარხნის გახსსნა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას უკავშირდება, რომლის თქმით, უკრაინას წელიწადში 1.5 მილიონი ჭურვი სჭირდება. დღეს, Rheinmetall-ის საწარმოებში ჯამში 750,000 ჭურვის დამზადებაა შესაძლებელი, ანუ კომპანიის გერმანული ქარხანა, გარკვეულწილად, რეგიონულ ფუნქციებს შეითავსებს, ანუ იქ წარმოებული იარაღი სხვა ქვეყნებშიც გაიგზავნება, მათ შორის გერმანიაში. წარმოების გაზრდა Rheinmetall-ის სხვა ქარხნებშიც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ქარხნის აშენების თაობაზე მოთხოვნა Rheinmetall-მა უკრაინისგან გასული წლის ივლისში მიიღო, მანამდე კი გერმანულ კონგლომერატს და სამხედრო შეიარაღების სახელმწიფო კომპანიას შორის ერთობლივი საწარმო დაფუძნდა. უკრაინის გარდა, Rheinmetall-ის საწარმოები ათ ქვეყანაში შენდება, მათ შორის რუმინეთში, უნგრეთში და ლიტვაში. Rheinmetall-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $72.4 მილიარდია, ხოლო შარშან კომპანიამ $10.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *