ჩვენ ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა ასევე გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, – განაცხადა განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქში მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს.

„არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არც ინდოეთთან, არც საუდის არაბეთთან და ბაჰრეინთან პრობლემები არ გვაქვს, თუმცა მათ მოვუყვებით იმ ვითარების შესახებ, რომელიც როგორც ოკუპირებულ რეგიონებშია ასევე ზოგადად შავი ზღვის რეგიონში“, – აცხადებს სამხარაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დღეს დიპლომატიური შეხვედრა აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *