შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს. მათი ცნობით, შსს-ს აცხადებენ, რომ ვაჟა სირაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. ცნობისთვის, ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 6 აპრილს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. მათივე ცნობით, ვაჟა სირაძე სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *