„რუსეთთან ურთიერთობები არ უარესდება“ – ზაზა ნიშნიანიძე ბიზნესასოციაცია „ქართულ-რუსულის“ საქმიანობაზე

ბიზნესმენი და იანვარში დაფუძნებული ბიზესასოციაცია „ქართულ-რუსულის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძის შეფასებით, რუსეთში ქართული ბიზნესისთვის მუშაობა მარტივი არ არის, რადგან ქვეყნებს შორის ცუდი პოლიტიკური ურთიერთობებია. ამის შესახებ მან RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. 17-წუთიანი ინტერვიუს დიდი ნაწილი სწორედ ბიზნეს გაერთიანების საქმიანობას, მიზნებს დაეთმო და ამავე დროს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს დაეთმო.

ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეისთვის ასოციაციის წევრ კომპანიების რუსეთში ჯამში 500 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი გააქვთ ექსპორტზე, რაც ღვინოსთან და მინერალურ სასმელებთან ერთად, აგროსასურსათო პროდუქციასაც მოიცავს.

– ბიზნესასოციაცია “ქართულ-რუსული” მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა – რა იყოს მისი შექმნის მიზანი?

– ეს იდეა სპონტანურად გაჩნდა. ჩემ მეგობრებთან საუბრისას, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ – რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებულები, ვსაუბრობდით და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით. მათ გაუჩნდათ იდეა და მითხრეს, რომ ეს თემა დახურულია და მასზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს, გასაგები მიზეზების გამო. ახლა ჩვენ ქვეყნებს შორის რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, მეორე მხრივ კი ბიზნესი მუშაობს და ამ საუბრის ფარგლებში გავიგე, რომ სადღაც 500 000-მდე ქართველია რუსეთში ექსპორტში ჩართული. საქართველოსთვის ეს მოსალხოების ძალიან დიდი ნაწილია. ეს არის ხალხი რომელიც უშუალოდ მუშაობს ამაზე.

– რაში სჭირდება დახმარება ბიზნესს?

– რუსეთში მუშაობა მარტივი არ არის, განსაკუთრებით მათთვის, რომელ სახელმწიფოებთანაც რუსეთს პოლიტიკური ურთიერთობა კარგი არ არის. დახმარება ძირითადად სჭირდებათ, საზღვრის საკითხებზე, ლობიზმზე… ბევრ საკითხში. ჩვენ გვინდა ვცადოთ, რომ ინსტიტუციურად გარკვეული სისტემური საკითხები უფრო მაღალ დონეზე დავაყენოთ და დავეხმაროთ ამ ხალხს. ეს არის ხალხი, რომელიც ქართული მიწიდან იღებს მონაგარს….

– ასოციაციაში ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები შედიან?

– დიახ, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, ტურიზმის წარმომადგენლები. ტურიზმი ეკონომიკის ექსპორტის შემადგენელი ნაწილია. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა ქვეყნებს შორის ძალიან დაძაბულია, თუმცა რუსეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის.

– თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, მაგრამ მგონია, რომ ბოლო პერიოდში ეს მდგომარეობა გაუმჯობესდა საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

– ასე ვიტყოდი, რომ ურთიერთობა არ უარესდება, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, ჩვენ მეზობლები ვართ და ურთიერთობის დიდი ისტორია გვაქვს. … არ უარესდება და მადლობა ღმერთს. თუ გაუმჯობესდება, კარგი იქნება, თუმცა ამისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხები უნდა გადაწყდეს – ტერიტორიული, ხვდებით ალბათ რასაც ვამბობ… ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, ბიზნესს შეუძლია რაღაცაში დაეხმაროთ, სახალხო დიპლომატიის კუთხით…

– რაც ვიცით ქართული პროდუქტების შესახებ, ერთადერთი რაც მახსენდება – ღვინოა, სხვა პროდუქტებზე რას გვეტყვით?

– მინერალური წლები, ღვინის პროდუქტები და ძალიან ბევრი აგროსასურსათო პროდუქტი და ტურიზმი.

– რუსულ მხარეს ვის ესაუბრებით და ვის გინდათ რომ დაუკავშირდეთ ამ ასოციაციით?

– ეს ყველაფერი საწყის ეტაპზეა, მაგრამ რუსეთში რუსულ-ქართული ბიზნეს ასოციაცია მოქმედებს, რომელსაც ძალიან კარგი ადამიანი ხელმძღვანელობს. იქ ჯგუფი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე მუშაობს. მათთან ერთად მტკივნეული, საერთო საკითხების მოგვარებას შევეცდებით… მაგალითისთვის, ახლა ჩვენი მეღვინეებისთვის რუსეთში გართულებულია მუშაობა, ამაზე ვმუშაობთ…

– ქართველ მეღვინეებს გაუჭირდებათ რუსულ წარმოებებთან კონკურენციაში შესვლა, რადგან რუსული ღვინის წარმოებაც გაიზარდა…

– გეთანხმებით, რომ რუსული მეღვინეობის განვითარების ფონზე კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ მეორე მხრივ, დასავლური ღვინოების გაყიდვები უფრო შეიზღუდა – იტალიური, ფრანგული, ესპანური… თუმცა დიდი პრობლემები არ არის, მაგრამ ეს თაროები შედარებით გათავისუფლდება და ბიზნესი კონკურენციაა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამის კეთება… რუსეთში არსებული მდგომარეობის ფონზე, შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ…

– საერთოდ როგორ არსებობენ ქართველი მეღვინეები რუსული ბაზრის გარეშე?

– ძალიან რთულად… როგორც ვიცი, ბაზრის 60-70% რუსეთზე მოდის

– ევროპა მზად არის ქართული ღვინის შეძენისთვის? ელიან ქართულ ღვინოს?

– მე ასე მგონია, რომ ევროპული ბაზარი ისეთი გაჯერებულია, რომ იქ არავის ელიან, მათ თავისი კარგი პროდუქტები აქვთ, მაგრამ ძალიან მცირე მოცულობით არის… ისინი ღვინით ინტერესდებიან, ინგლისშიც იყიდება, გერმანიაშიც, ამერიკაშიც, მაგრამ ინდუსტრიული მოცულობებით არა.

– აქვს თუ არა თქვენს ასოციაციას გეგმა?

– ჩვენ ახლა ვაყალიბებთ ადგილობრივ სამუშაო ჯგუფს და ვერ დავკონკრეტდები.

– როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი რუსეთში წახვალთ მოლაპარაკებებზე?

მე რუსეთში ხშირად ჩავდივარ, მოსკოვში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, მერე პატარა ბიზნესი მქონდა და მიყვარს მოსკოვში ჩასვლა და ჩავდივარ.

– თქვენი ასოციაცია უფრო დიდ ბიზნესებს აერთიანებს თუ მცირე და საშუალოს?

აქ არიან როგორს დიდი, ასევე საშუალო. მათ როდესაც შევხვდი, 70 კომპანია იყო, ისინი ძალიან მომეწონნენ, უბრალო ხალხია, რომელიც ნამდვილ საქმეს აკეთებს.

– შეგიძლიათ გვითხრათ მათი ჯამური გენერაცია რამდენია?

– თუ სწორად გაგიგეთ ამ კომპანიების, საქართველოდან რუსეთისთვის ამ კომპანიების მიერ მიწოდებული პროდუქტის ღირებულება 500 მილიონი დოლარია წლიურად. ეს რუსეთისთვის ცოტაა, მაგრამ საქართველოსთვის კარგი თანხაა. ამის განვითარებისთვის გრძელვადიანი პროცესებია. გზაც ერთია – ყაზბეგის საბაჟო, რომელიც დროდადრო იკეტება, შესაბამისად არის ლოგისტიკური პრობლემები, რუსეთში არსებული პრობლემები.

– დაეხმარება თუ არა ასოციაცია რუსულ ბიზნესს საქართველოში?

რატომაც არა, ძალიან ბევრი რუსი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში სამთომოპოვებით, ასევე ინფრასტრუქტურულ საქმიანობაშია…

– რამდენად აქტიურად სტუმრობენ თქვენს საქართველოში მოქმედ სასტუმროებს რუსი ტურისტები?

რუსეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. ალბათ, ქართველები გამლანძღავენ, მაგრამ რუსები ძალიან კარგი ტურისტები არიან, მარტო იმ კუთხით კი არა რომ კარგად იხდიან, ისინი სასიამოვნო და კულტურულები არიან, ესმის კულტურა, მათ სხვებზე მეტად ესმით და მოსწონთ აქაურობა. სამწუხაროდ, იყო ერთეული დაკვეთილი პროვოკაციები, მე პირადად ვაკვირდებოდი ამას, ერთ-ერთი ბიზნესი ძველ თბილისში მაქვს, დეველოპმენტში, ეს ძალიან არ მომწონდა. ყველას ვეუბნებოდი, რომ ქსენოფობიური განცხადებები მიუღებელია და უნდა ამოიძირკვოს.

ჩვენს სასტუმროში ბევრი რუსი ჩამოდის, თუმცა რაღაც ნეგატიური ამბების შემდეგ ეს ნაკადი წყდება, შემდეგ ისევ ჩამოდიან. ასე ტალღებად მოდიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *