ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით 527,5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა. კერძოდ, დანამატები — 168 742 405 ლარის, ხოლო პრემიები — 16 118 339 ლარის ოდენობით. IDFI-ს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის. გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე.
ახალი ამბების სააგენტო