9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები და 36 წლის წინ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა შეერთებული შტატების ელჩიც. რობინ დანიგანმა მემორიალთან ყვავილები მიიტანა.
დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტისთვის ამ დრომდე გადაკეტილი რჩება რუსთაველის გამზირი.