ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, შეთანხმება დავდოთო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას სთხოვენ.
„ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება დავდოთ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებთ“ – განაცხადა ტრამპმა.