„25 სამიზნე ქვეყანა გვაქვს, სადაც სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ვახორციელებთ“ – რომელი ქვეყნებიდა

„25 სამიზნე ქვეყანა გვაქვს, სადაც სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ვახორციელებთ“ – რომელი ქვეყნებიდა
“25 სამიზნე ქვეყანა გვაქვს, სადაც სხვადასხვა ტიპის სარეკლამო, საპრომოუშენო აქტივობებს ვახორციელებთ”, – ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრიორიტეტულია ევროპის და გალფის ქვეყნები, ასევე ისრაელი და ჩინეთი, ინდოეთი და სხვა აზიის ქვეყნები.

“რა თქმა უნდა პრიორიტეტულია ევროპის და გალფის ქვეყნები. ისრაელი ჩვენთვის ერ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს განვახორციელებთ რათა აჭარა იყოს წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი.

საკმაოდ მსყიდველუნარიანი ვიზიტორები არიან ამ ქვეყნებში და აგრეთვე ცენტრალ მთავრობასთან ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ახალ სამიზნე ქვეყნებზე ვიგეგმებით, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი და სხვა აზიის ქვეყნები”, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ და დასძინა, რომ წელს აჭარაში 5 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.

მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ აჭარაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და ეს გარკვეულწილად უზრუნველყოფილი იქნება იმ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით, რაც მიმდინარე წელს აქვთ დაგეგმილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *