ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. On the margins of the @IPUparliament assembly in Tashkent, Pres. @PiaKauma met w/ @Geoparliament Chair @shpapuashvili & Head of the 🇬🇪 delegation to the PA Nikolaz Samkharadze. Discussions focused on implementation of @osce_odihr recommendations following last year’s elections. pic.twitter.com/eq5Yot3IZm — OSCE PA (@oscepa) April 8, 2025 “ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული” — წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.
ახალი ამბების სააგენტო