საქართველო და რუმინეთს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

საქმე ის არის, რომ 2025 წლის 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული პასპორტებზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ შევლენ მაღალი თანამდებობის პირები. დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტი საქართველოში გაიცემა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მისი მოადგილეებზე; მინისტრებზე; პარლამენტარებზე; გენერალურ პროკურორზე და სხვებზე.

„საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე განკარგულება 2 აპრილს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1) მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *