შეზღუდვების განრიგი და დეტალები:
-
21 მაისს, 20:00-დან 00:00 საათამდე და 23 მაისს, 09:00-დან 14:00 საათამდე: შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან).
-
24 მაისს, 20:00 საათიდან: შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე.
-
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე: ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.
-
26 მაისს დღის განმავლობაში: საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე.
ალტერნატიული მარშრუტები კერძო ავტომობილებისთვის:
- სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან მშრალი ხიდის მიმართულებით: გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით.
- მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით: გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.
- ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან): მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.
- 26 მაისს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვისას: გადაადგილება შესაძლებელი იქნება – რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.
- ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით: ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე.
- მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება: ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.
- მტკვრის ორივე სანაპიროდან: ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.
- რუსთაველის გამზირზე: გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გ. ჭანტურიას ქუჩამდე.
- ასევე, მოძრაობა შეიზღუდება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზე.
- მელიქიშვილის ქუჩისა და მთაწმინდის რაიონის მიმართულებით: გადაადგილება თავისუფალი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
- მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველთან“ მისვლა შესაძლებელი იქნება: გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში:
- მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი: იმოძრავებს მერაბ კოსტავას და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. შემდეგ კი, მოძრაობა დადგენილი სქემით განხორციელდება.
- უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მარშრუტები: ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით და მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან. ამის შემდგომ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
- თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ავტობუსები: N316, N324, N364, N380, N382, N383, N399 სვლას დაასრულებენ ამაღლების ქუჩა N11-თან, უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებენ.
- N541 მიკროავტობუსი, რომელიც ამაღლების ქუჩას ემსახურებოდა: მოძრაობას დაასრულებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან, რის შემდეგაც მარჯვენა სანაპიროს გავლით, დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით.
- გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსი N547 ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, საიდანაც, ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.
- N337 და N309 ავტობუსები, რომლებიც ავლაბრის მოედნიდან უკავშირდებოდნენ მერაბ კოსტავას ქუჩას: ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ, რის შემდეგაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.