ბერლინის სასამართლო საქართველოს “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის მიღწეულ კოალიციურ შეთანხმებაში საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გერმანიის კოალიცია მხარს უჭერს საქართველოში პროევროპულ ძალებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაცვაზეა დამოკიდებული.

“საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს”, – აღნიშნულია კოალიციურ შეთანხმებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გეოპოლიტიკური აუცილებლობას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად შეცვლილი გლობალური ვითარება მოითხოვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კიდევ უფრო განვითარებას.

“შესრულებაზე დაფუძნებული და დიფერენცირებული მიდგომა მიზნად ისახავს კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით მიღწეული ინდივიდუალური პროგრესის უკეთ აღიარებას. ადგილობრივმა მოსახლეობამ კონკრეტულად უნდა განიცადოს ის, რომ ევროკავშირისკენ მათი ქვეყნების გზა ღირებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეტაპობრივი ინტეგრაციის მიდგომას იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების ყველა მოთხოვნას ჯერ ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ თამამად ახორციელებენ რეფორმებს”, – წერია კოალიციურ შეთანხმებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ევროპამ ძლიერი პერსპექტივები უნდა შესთავაზოს, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც დიდი ხანია ელიან პროგრესს ამ მხრივ.

დოკუმენტში ნახსენებია თურქეთიც, და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებს. თუმცა, გერმანიის კოალიცია წუხილს გამოთქვამს იმაზე, რომ “თურქეთი სულ უფრო შორდება ევროკავშირის ღირებულებებს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *