27 მარტის ღონისძიებების ანონსი

27 მარტის ღონისძიებების ანონსი
27 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:

11:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ მოსმენა;
მომხსენებლები: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო პაპავას და ამავე გაერთიანების თავმჯდომარის, მიხეილ თეთრუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: “თაფლის ბაზარზე არსებული ვითარება: როგორ მოსავალს ელიან მეფუტკრეები. როგორია ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი წელს, რა პერსპექტივებია ევროკავშირის ბაზარზე, სადაც თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით აანონსებენ. თაფლის ხარისხი – გამოვლენილი დარღვევები და ანტიბიოტიკების შემცველობის კუთხით არსებული მდგომარეობა.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *