აშშ-ის ტარიფების თავიდან აცილების იმედით, ვიეტნამი ემზადება, რომ შეზღუდოს თავისი ტერიტორიის გავლით შეერთებულ შტატებში ჩინური საქონლის უკანონო გადაზიდვები. ამასთან, გაამკაცრებს კონტროლს ჩინეთში ექსპორტზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ს მაღალჩინოსნებმა გამოხატეს შეშფოთება ჩინური საქონლის ამერიკაში გაგზავნის შესახებ „დამზადებულია ვიეტნამში“ ეტიკეტებით, რომლებზეც უფრო დაბალი გადასახადები ვრცელდება.

ვიეტნამი იმედოვნებს, რომ ამ მიდგომით ტრამპის მიერ დაანონსებული 46%-იანი ტარიფი 22%-დან 28%-მდე დიაპაზონში და უფრო მეტადაც შემცირდება.

ხუთშაბათს აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების გამოცხადებისას, ვიეტნამის მთავრობამ თავის ოფიციალურ პორტალზე განაცხადა, რომ „ვაჭრობის თაღლითობას“ შეზღუდავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვიეტნამი ცდილობს შეინარჩუნოს ვაჭრობა აშშ-სთან, რომელიც მისი უდიდესი საექსპორტო ბაზარი და უსაფრთხოების პარტნიორია. ამავდროულად, მას არ სურს ჩინეთთან დაპირისპირება, რომელიც ინვესტიციების მთავარი წყაროა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *