პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანია ქართულ პოლიტიკაში აღარ იყოს მიხეილ სააკაშვილისა და იმ ადამიანების ადგილი, რომლებსაც ბევრი ადამიანის უბედურებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
წულუკიანის თქმითვე, მიზანი ასევე არის, რომ „ქართული ოცნება“ როდესაც არჩევნების გზით წავა ხელისუფლებიდან, მისი ადგილი დაიკავოს უკეთესმა ძალამ, უფრო ახალგაზრდა ძალამ, სუფთა ძალამ, უფრო ძლიერმა და უფრო მომზადებულმა თანამედროვე ცხოვრებისთვის.
„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ჩვენი მიზანია, სააკაშვილი და მისი ეს ბანდა და ასევე, ისეთი რეკეტირები, როგორებიც იყვნენ მაგალითად ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მარჯვენა ხელი იყვნენ რეალურად, რბილ ძალას რომ ვუწოდებთ დღეს და ბევრი ადამიანის უბედურებაში აქვთ მათაც მონაწილეობა მიღებული, ასეთი ადამიანების ადგილი აღარ იყოს პოლიტიკაში. მიზანია, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ წავა არჩევნების გზით ხელისუფლებიდან, „ქართული ოცნების“ ადგილი დაიკავოს უკეთესმა ძალამ, უფრო ახალგაზრდა ძალამ, სუფთა ძალამ, უფრო ძლიერმა და უფრო მომზადებულმა თანამედროვე ცხოვრებისთვის, რადგან დრო გადის და დრო თავისას მოითხოვს“, – განაცხადა წულუკიანმა.
2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.