ანტალიაში საერთაშორისო ფორუმი გრძელდება. სახელმწიფოთა კოორდინირებული მოქმედება ამოსავალი წერტილია.
მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშეები უკვე მეორე დღეა მსჯელობენ საერთო სტრატეგიაზე. ქართული დელეგაცია ფორუმის პარალელურად შეხვედრებს მართავს. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უნგრეთი პრემიერის პირისპირ შეხვედრა.
პარალელურად გრძელდება პანელური დისკუსიებიც, სადაც ერთ-ერთი დისკუსია სამხრეთ კავკასიის საკითხს დაეთმო.
აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
დისკუსიის დროს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი კავკასია პრიორიტეტია.
“საქართველოსთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მისი სრულად რეალიზებისთვის, გვჭირდება მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამიტომ, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასევე, აღსანიშნავია ტრადიციულად გამორჩეული ურთიერთობები საქართველოს ორივე მეზობელთან. აზერბაიჯანთან ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევინარჩუნეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მეგობრობა და მტკიცე თანამშრომლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი შენაძენი ჩვენი რეგიონისთვის. ანალოგიურად, სომხეთთან ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელიც ახლახან სტრატეგიულ პარტნიორობამდე საფეხურზე ავიდა. ეს ასევე ღირებული აქტივია საქართველოსთვის დღევანდელ კონტექსტში. ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტი ინტერესი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით ჩვენს რეგიონში. საქართველო არის ადგილი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს სომხეთიც და აზერბაიჯანიც. საქართველო ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს დისკუსიებს ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ თემაზე.
მე არ გამოვრიცხავ საქართველოს ამ პროცესიდან და არ ვაყენებ მას მხოლოდ მედიატორის როლში სომხეთთან ან აზერბაიჯანთან საუბრისას. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილიც არის და ჩვენ თანაბარ პარტნიორად მივიჩნევთ თავს ამ პროცესში, რადგან ჩვენს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა ჩვენი საერთო ინტერესია”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.