7 ივნისის ღამეს, რუსეთის ჯარებმა ხარკოვზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს ე.წ. კამიკაძე დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით. სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხარკოვის, კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონები დაზარალდა.
ამასთან, კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა. სინეგუბოვის ცნობით, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ.