30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან – რას მოითხოვს “მსურველთა კოალიცია” რუსეთისგან?

30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან – რას მოითხოვს “მსურველთა კოალიცია” რუსეთისგან?
“მსურველთა კოალიცია” შეთანხმდა, რუსეთისგან მოითხოვონ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა 30 დღით, რათა დიპლომატიას შანსი მიეცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან პრესკონფერენცია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გამართა.

ზელენსკის თქმით, ეს მოთხოვნა უკრაინაში გამართული შეხვედრის მთავარი შედეგია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომლებიც უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ძირითადად ამერიკელები გააკონტროლებენ, მაგრამ ყველა დანარჩენი ქვეყანა ასევე მიიღებს მონაწილეობას მონიტორინგში. ხოლო თუ მოსკოვი შეთანხმებას დაარღვევს, ამას მასიური სანქციები მოჰყვება როგორც ევროპის, ისე ამერიკის მხრიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *