ბურთის საქართველოს მოედანზეა – ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას “ქართული ოცნების” მთავრობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე.

“ბურთი საქართველოს მოედანზეა, საქართველო ამბობს, რომ ბურთი ევროკავშირის, ამერიკის და სხვების მოედანზეა. რეალობა არის ის რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპის გზაზე დაბრუნდეს ქვეყანა. შეწყვიტონ ისეთი კანონების მიღება, რომელიც ევროპულთან წინააღმდეგობაშია და პირიქით ისეთი კანონები მიიღონ, რაც თანხვედრაშია მასთან. შეწყვიტეთ ჩვენზე ცუდი რაღაცების საუბარი თუ ჩვენთან პარტნიორობა გინდათ, ნუ გვეძახით საბჭოეთს, ნუ გვეუბნებით რომ სუვერენიტეტს ძირს ვუთხრით. ნუ გაექცევით როგორც მტრულ უცხო ძალებს. როგორ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში, როცა მტრული უცხო ძალა გავხდით. პოლიტიკა დინამიკური პროცესია ყოველ დღე, კვირა ახალ ვითარებაა და ვნახოთ ეს პროცესი სადამდე მიგვიყვანს. თქვენ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხართ. ძალიან მარტივია პოლიტიკური დინამიკის ცვლილება, ძალიან მარტივი. მაგრამ ჩვენ არასდროს ვცვლით მიდგომებს. ყოველთვის მათ შორის არჩევნებამდე ყველამ იცოდა, რომ ევროკავშირის ფუნდამენტი გერმანიის რესპუბლიკის ლიბერალური დემოკრატია, ადამიანის უფლებებია და როდესაც ვხედავთ ქვეყანას, რომელიც ამ ყველაფრისგან უხვევს, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ეს ყველასთვის ცნობილია”, – ამბობს ელჩი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაცია შეწყვეტილია, მეტიც ელჩი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ამ ეტაპზე კრიზისია.

“ევროკავშირს აქვს ინსტრუქცია საკუთარი ინსტიტუტებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის რომ არ გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, მანამდე სანამ არ მოგვარდება მიმდინარე კრიზისი. გერმანია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიჰყვება ამ მოწოდებას. ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა მაშინ, როცა პრემიერი იყო ბერლინში, ეს ხდებოდა არჩევნებამდე”, – აცხადებს ელჩი BMG-თან ინტერვიუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *