“დღეს, ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ არის 1%, საქართველოში – 10%; ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილს მიაჩნია, რომ თუ ევროკავშირმა ვიზები ჩაკეტა ეს მის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, ასე რომ მას მიაჩნია, რომ “ქართველ ხალხს მათთან სამადლოდ საქმე არ აქვს”.

“უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ეს დამოკიდებულება რომ თითქოს ვართ არასრულფასოვანი ერი რომელიც, სადღაც მადლად დაგვიშვეს არასწორია.

გერმანიის ელჩმა თქვა, რომ ვიზა არის პრივილეგია და ჩვენ უნდა დავაფასოთ. გერმანიის ელჩს ცოტა აროგანტულობა ახასიათებს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ეს ისე ხომ არ არის, რომ მათგან გარკვეული მადლი მოდის რომ გაძლევთ შესაძლებლობას რომ შემოხვიდეთ.

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10% ეს, იმიტომ არის რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს და ხალხი არ შეუშვეს, ეს ზრდაც არ ექნება. ასე ქედმაღლურად გვიყურებს ზოგიერთი თითქოს ვიზალიბერალიზაცია მომადლებულია”, – ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.

EU უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე გეგმავს – ეს საქართველოს და კიდევ 60 ქვეყანას ეხება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *