ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, შეეწირნენ აგენტურის დავალების შესრულებას”. “მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს “დიფ სთეითმა” ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალსა და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, მაგრამ აქ საუბარი რაზეა, არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები. ეს ადამიანები შეეწირნენ იმას, რომ აგენტურამ, ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყების თაობაზე, რომელიც ორ დღეში წააგეს”, — თქვა კობახიძემ.
ახალი ამბების სააგენტო