საათში ოცამდე ვარსკვლავის ჩამოვარდნის ხილვა იქნება შესაძლებელი 21-22 აპრილს. ამ დღეებში ასტრონომები ლირიდას მეტეორული ნაკადის აქტივობას ელოდებიან.

ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა მოწმენდილ ცაზე იქნება შესაძლებელი.

ლირიდები – მზის სისტემაში კომეტა ტეტჩერის (C/1861 G1) მიერ დატოვებული ნამსხვრევებია. კომეტა მზის ირგვლივ ბრუნვას 422 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. მისი შემდეგი „ვიზიტი“ 2283 წელს არის დაგეგმილი. ლირიდებს სახელი ლირის თანავარსკვლავედის პატივსაცემად შეურჩიეს, რადგან დიდი ალბათობით, ისინი ზუსტად ამ ადგილში იბადებიან. ასტრონომები ამ ადგილს მეტეორული ნაკადის ციალის წერტილად მიიჩნევენ. ლირას თანავარსკვლავედში მდებარეობს კაშკაშა ვარსკვლავი – ვეგა.

ასტრონომების თქმით, მას შემდეგ, რაც ლირიდების აქტივობა შემცირდება, დაიწყება სხვა მეტეორული ნაკადი. მისი უკეთ დანახვა სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება შესაძლებელი. ეტა-აკვარიდის მეტეორულ ნაკადს 19 აპრილიდან 28 მაისამდე ელოდებიან, პიკს კი – 4-5 მაისს. მეტეორული ნაკადის პიკის დროს სამხრეთ ნახევარსფეროში საათში 60-მდე ვარსკვლავის ჩამოვარდნის დანახვა იქნება შესაძლებელი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კი – 30-მდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *