ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დირექტორი მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის, ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია. “უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართულები, მათ შორის, უცხოელები, ბუნებრივია, საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისაგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც ისეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაც ნაკლებად, საბოლოოდ ჯამში ამ ადამიანების უმეტესობა.. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი ამბების სააგენტო