საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, აღდგომის ღამეს პატიმრების მშობლების აქციას შეუერთდება.

ზურაბიშვილი წერს, რომ ახლა სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში ვიმყოფებით და საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

„აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.

ვინც როგორც შეძლებს, პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად: „ქრისტე აღდგა!“ და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

ქრისტე აღდგა!“,- წერს მეხუთე პრეზიდენტი.

აღდგომის ღამის აქცია პარლამენტთან თავდაპირველად პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ღია წერილით დააანონსა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *