კითხვას, ფაქტია რუსულმა კანონმა არ იმუშავა – დასჭირდათ “ფარა”, “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები, “მაუწყებლობის კანონში” ცვლილებები, რატომ ვერ იმუშავა რუსულმა კანონმა? ეკა გიგაურმა შემდეგნაირად უპასუხა:
“იმიტომ რომ ჩვენ ყველამ [NGO სექტორმა] გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ ვართ ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებიც ძირს ვუთხრით ქვეყანას. მარტივი გადასაწყვეტი არ იყო, არ დავრეგისტრირებულიყავით [აგენტად], სანაცვლოდ შეიძლება ჯარიმებიც დაგვეკისროს, მაგრამ ღირსებას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ რომ შევხედოთ რა კანონებს ცვლის ხელისუფლება, ამის მიხედვით მივხვდებით ვისი ეშინია ხელისუფლებას. ისინი ცვლიან კანონს, რომელიც საჯარო მოხელეებს ეხება და მათთვის დიდი წინააღმდეგობა იყო რა წინააღმდეგობაც დაიწყო საჯარო სექტორში აქციების პარალელურად. მათთვის ასევე პრობლემაა კრიტიკული მედია და შესაბამისი კანონი გაამკაცრეს. მათთვის ასევე პრობლემაა აქციები, აქციების ორგანიზება და ეს კანონი გაამძაფრეს.
სახელმწიფო კანონებს იმიტომ ამძაფრებს რომ ჩვენი ეშინიათ. თუ ისინი თავის პოზიციებში მყარად არიან, ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, არ არიან ჩართული კორუფციაში, არ არიან ჩართული ადამიანის უფლებების დარღვევაში, მაშინ რატომ ამძაფრებენ და ცვლიან ამ კანონებს?! “ფარა”-ზე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ამერიკული ფარაა, მაშინ ის სამოქალაქო საზოგადოებას არ ეხება, რადგან ეს აბსოლუტურად სხვა ტიპის რეგულაციის მექანიზმია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა ამერიკა“ ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არ არის და თუ ეს არის რუსული კანონი, ამ კანონის რუსულად გამოყენება მათ [ხელისუფლების] ხელშია”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.