თურქეთში მიწისძვრით გამოწვეული პანიკის გამო სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად, სულ მცირე, 151 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ სტამბოლის გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება.

სტამბოლის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი არ დაფიქსირებულა და საცხოვრებელი შენობები არ ჩამონგრეულა. მათივე ცნობით, ერთ-ერთ რაიონში მიტოვებული შენობა ჩამოინგრა, თუმცა ამის შედეგად დაღუპული ან დაშავებული არავინაა.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

„ასეთი რამ არ გვინახავს…“ – რას წერენ ქართველი ემიგრანტები თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *