“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას და განათლებას, 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.

თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში.

ერთპარტიულმა პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით თებერვალში მიიღო, რის საფუძველზეც შეიქმნა ახალი სსიპ, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებას უზრუნველყოფს და მთავრობას დაექვემდებარება. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *