გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის პუნქტების ნაწილის შესახებ პროფკავშირი ინფორმაციას არ ფლობს. კონკრეტული საკითხები კი შესწავლას საჭიროებს.
პროფესიუმ მუშაკთა გაერთიანება დასაქმებულებს კონსულტაციის გაწევას სთავაზობს, ხოლო კომპანიას პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.
“კომპანიების მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაწყებას და აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე კომპანიისგან ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ დღეს მივიღეთ 16 საათსა და 13 წუთზე პოსტ ფაქტუმ. ინფორმაცია თავისი შინაარსით არის საკმაოდ ზოგადი და არ შეიცავს პასუხებს მთელ რიგ კითხვებზე, რომელიც ეხება დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნობრიობას, დეტალურ დასაბუთებას, მათ მიმართ კომპენსაციების გაცემის საკითხს. ჩვენ, ლეგიტიმურად გვქონდა მოლოდინი, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდებოდა ჩვენთან აქტიური კონსულტაცია სამმხრივ ფორმატში და ის არ შემოიფარგლებლოდა გასულ კვირას ჭიათურაში გაკეთებული ზოგადი პრეზენტაციით.
ამასთან, დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს დასაქმებულებთან კომუნიკაცია და წინასწარ გამზადებულ 7-პუნქტიან განცხადების ტექსტზე შეთანხმების შეთავაზება. აღნიშნული პუნქტებიდან, 8-საათიანი სამუშაო რეჟიმის შემოღება გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნიდან და საქართველოს პროფკავშირები ყოველთვის აქტიურად ადვოკატირებდა 8-საათიან სამუშაო დღეს შესაბამისი ღირსეული ანაზღაურების პირობით. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, მათ შორის ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, სამუშაო აღწერილობებს, შრომითი ურთიერთობის არსებით პირობებს და ა.შ. არც ერთ ამ საკითხზე პროფკავშირები არ ფლობს ინფორმაციას, შესაბამისად აუცილებელია შესაბამისი საკითხების ფაქტობრივი შინაარსობრივი და იურიდიული ასპექტების შესწავლა, რისთვისაც ყველა დასაქმებულს გთავაზობთ მოგვამრთოთ იურიდიულ კონსულტაციისთვის. მივმართავთ კომპანიას, დაუყოვნებლივ მოგავწოდოს დეტალური ინფორმაცია რეორგანიზაციის პროცესის შესახებ და დაელოდოს პროფკავშირების პოზიციას თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ანალოგიური წერილი გაეგზავნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. აქედან, გამომდინარე თუკი კომპანია ჩვენს შორის არსებული პრობლემური ურთიერთობიდან გამომდინარე თავს არიდებს ჩვენთან აქტიურ კონსულტაციებს მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს შესაბამისი დეტალური ინფორმაცია სამმხრივ სამუშაო ჯგუფში”, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
მოვლენების ქრონოლოგია:
- 2024 წლის ნოემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის “რადიკალური პროტესტი” დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა, თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა;
- 2025 წლის თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა.
- 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ძირითადი მოთხოვნები: კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა; მთავრობის მიერ მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია; ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდება.
- 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, გადაწყიტა მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოების აღარ განეახლებინა. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“;
- 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება;
- პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
- 19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც ეკონომიკის, ჯანდაცვის, იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენელთან ერთად პროფკავშირებიც მონაწილეობდნენ.
- 25 მარტს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. დედაქალაქში პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ამავე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფკავშირებს უნდობლობა გამოუცხადეს. კომისიის მუშაობის შედეგად დასაქმებულებს 2 თვის ხელფასის 60% დაერიცხათ.
- 16 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდნენ, რომ კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა. მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო.
- 22 მარტს კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესს სამთო-მომპოვებელი კომპანია “საქნახშირის” გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებდა.
- 23 მარტს კი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” რეორგანიზციის დაწყების შესახებ განაცხადა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გამუგზავნია და მათთვის უცნობია კომპანიის კონკრეტრული გეგმების შესახებ. გაერთიანება კომპანიას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე მოქმედებისკენ მოუწოდებს.