16 აპრილიდან იმ ქვეყნების სია იზრდება, რომელთა მოქალაქეებსაც შესაბამისი ვადითა და პირობებით საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილება 17 აპრილითაა დათარიღებული. რაც შეეხება ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის პირობებს, ასეთია: “იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით,” – ნათქვამია დადგენილებაში. ამ ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, • ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, • განის რესპუბლიკა, • ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, • ერიტრეას სახელმწიფო, • იემენის რესპუბლიკა, • კამერუნის რესპუბლიკა, • კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა, • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა • მაროკოს სამეფო, • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა, • პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, • სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, • სირიის არაბთა რესპუბლიკა, • სუდანის რესპუბლიკა, • ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, • უგანდის რესპუბლიკა.
ახალი ამბების სააგენტო