აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება და მთელი ქვეყნის აღების შეჩერება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეპორტიორის კითხვას, რა არის რუსეთის მიერ შეთავაზებული დათმობა, რომელიც მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს? ტრამპმა უპასუხა, რომ “ომის შეწყვეტა, მთელი ქვეყნის აღების შეჩერება , ეს მართლაც დიდი დათმობაა”.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე ბევრი პროგრესი აქვთ მიღწეული და შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.