აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილის ვაჟი მაიკლ გლოსი უკრაინის ფრონტის ხაზზე, რუსეთის მხარეს ბრძოლის შედეგად, დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა გარემოსდაცვითმა აქტივისტმა კოლეჯი მიატოვა, სადაც კლიმატისა და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა და 2023 წელს მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელმოწერით და უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპვით დასრულდა. გლოსის დედა ჯულიანა გლოსია, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ციფრული ინოვაციების განყოფილების დირექტორის მოადგილეა. ხოლო მამა, ლარი გლოსი, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანია და ოპერაცია „უდაბნოს შტორმშიც“ მონაწილეობდა. ნეკროლოგში მაიკლის მისმა მშობლებმა დაწერეს, რომ მას “სამართლიანობის მომატებული გრძნობა” ჰქონდა და “სურდა, რომ სამყარო უკეთესი ადგილი ყოფილიყო, მეტი სამართლიანობით, მშვიდობითა და ბუნებასთან ჰარმონიით”. სოციალურ ქსელში მაიკლ გლოსი წერდა, რომ “ძალიან გაბრაზებული” იყო შეერთებული შტატებზე. მისი თქმით, “ძალადობა ამერიკული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია”. მაიკლმა სწავლის დასრულების გარეშე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა. მან მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის კვიპროსში, ბულგარეთსა და თურქეთში. 2023 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს ის იქ მოხალისედ წავიდა. მოგვიანებით მან მეგობრებს უთხრა, რომ რუსეთში სამუშაოდ წასვლა სურდა. იქ გამგზავრების ვიზის მიღების შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში ვლადიკავკაზში გაემგზავრა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციაში იმოგზაურა და საბოლოოდ მოსკოვში აღმოჩნდა. 2024 წლის 4 აპრილს მაიკლი გარდაიცვალა. რუსული მედია წერს, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, ბახმუტის მიმართულებით რუსული შეტევის დროს მოხდა.
ახალი ამბების სააგენტო