გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამოქმედდება 2025 წლის 31 მაისს, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა. მათი ცნობით, შეხვედრის მიზანია, კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

“შეხვედრაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი, 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/qiT6iAmaQzCJ3hyQ9 დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, მითითებული ბმულის მეშვეობით გამოგზავნონ შეკითხვები კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ 13 მაისს”, – წერია ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პარლამენტმა მხარი FARA-ს ანალოგ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” III მოსმენით 1 აპრილს დაუჭირა. მომხრე 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

FARA-ს ქართული ანალოგის ამოქმედებისთვის 60 დღეა განსაზღვრული. “ოცნების” FARA-ს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს.

ვის ეხება “ოცნების” FARA და ინ იქნება “უცხოური პრინციპალის აგენტი”?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *