დონალდ ტრამპის თქმით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქები დაებომბა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, უკრაინაზე რუსეთის ბოლო დროინდელი თავდასხმები აფიქრებინებს, რომ შესაძლოა პუტინს ომის დასრულება არ სურს, რის გამოც რუსეთისთვის საბანკო ან მეორადი სანქციების დაწესება გახდება საჭირო.
„პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვიქცეთ საბანკო თუ მეორადი სანქციების მეშვეობით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.