საუბარია, ვერის პარკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამ ღია კორტსა და ადმინისტრაციულ შენობაზე. შენობა აშენებულია მეოცე საუკუნეში, თუმცა პირვანდელი სახით არ არის შენარჩუნებული.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იცვლება კორტების რაოდენობა და განლაგება, ასევე საფარის მასალა; კორტებისთვის ფართის გასაზრდელად, სამხრეთით მდებარე მიწის დამჭერი საყრდენი კედელი იცვლის მდებარეობას; ადმინისტრაციის შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, კერძოდ: სრულად იცვლება გადახურვა კონსტრუქციული ნაწილის ჩათვლით, შენობის შიგნით ნაწილობრივ იცვლება ტიხრების კონფიგურაცია და შესაბამისად გეგმარებაც, გარე კედლების მცირე ნაწილს უტარდება დემონტაჟი და შეცვლილი კონფიგურაციით შენდება სხვა მასალით. მთლიანად იცვლება კარ-ფანჯარა, საყრდენ კედლებს მთლიანად უტარდება გამაგრებითი სამუშაოები არმირებული ბეტონით, იცვლება სართულშუა გადახურვის ფილა, გარედან შენობა მთლიანად მოპირკეთდება დეკორატიული აგურის ფილებით;
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების ვადა – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 180 კალენდარული დღეა საექსპერტო მომსახურების ვადის ჩათვლით.
წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება.
ცნობისთვის, მთლიანად ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაობი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. დაგეგმილია, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
“მთლიანად განახლდება, შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სადრენაჟე სისტემა, სარწყავი სისტემა, ყველაფერი მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაჩნდება საპიკნიკე ზონები, გადმოსახედი, სანაპიროსთან კავშირი კიბეებით იქნება აღდგენილი, ასევე, ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე შეიქმნება, ძაღლებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, რომ პარკში მომსვლელები არ შევაწუხოთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ პროექტში თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება“, – განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.