ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი თემურ თვალავაძე ჰემილტონი „თამიასთან“ YouTube არხზე ტკივილზე, ემოციებზე და მოლოდინებზე საუბრობს.
„ვინც იცის ჩემი ისტორია, იცის, რამხელა ტკივილი მაქვს გადატანილი ცხოვრებაში და რა მაქვს დაკარგული. 40 წლის ვარ და შვილი არ მყავს. ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დღემდე აქვს. ვაპირებ კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით, ცხოვრებაში უფრო ადრე გავხდებოდი მამა. ხანდახან თვალები ცრემლით მევსება, როცა ჩემს თავთან მარტოს ვფიქრობ. მე რომ შვილს გავაჩენ, ჩემნაირი ხალხი IVF-ით, მეცნიერება და უნდა ვიპოვო ვიღაცის კვერცხუჯრედი. ჩემი შვილი შემეკითხება: „დედა ვინ არის?“ — მე ამას შვილს ვერ ვუპასუხებ, ჩემი აზრით. მე არ მჯერა ბუნების წინააღმდეგ წასვლის — იმას თავისი გავლენა მაინც აქვს. როდესაც დედა მკვდარი ჰყავს ბავშვს, ის მაინც იცის, ვინ არის მისი დედა: მისი სურათი შეიძლება ჰქონდეს, მისი მოგონება, მოფერება, სიყვარული ახსოვდეს. მაგრამ აქ უმეტეს შემთხვევაში ვერ ვეტყვი ჩემს შვილს, ვინ იქნება მისი დედა“, – ამბობს თემურ თვალავაძე ჰემილტონი.
თემურ თვალავაძე ჰემილტონი 18 წლის იყო როდესაც აშშ-ში წავიდა. ის ახლა წარმატებული სტილისტია ნიუ იორკში ერთ-ერთი წარმატებული სტილისტია.