„ჩვენი პოზიცია საკმაოდ მარტივია: რადგან ჩვენ უდანაშაულო პიროვნებას წარმოვადგენთ, რომელიც არასწორად გასამართლდა დადგმულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც შოუს სახე ჰქონდა ქვეყანაში, სადაც თვითონ სასამართლო სისტემა სანქციების ქვეშაა კორუფციის გამო; ქვეყანაში, სადაც ძალადობა ყოველდღიურ მოვლენად არის გადაქცეული მათ წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიულ სისტემას იცავს – ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა ეს ინფორმაცია მივიღეთ, სხვა გამოსავალი ვერც დავინახეთ და გავასაჯაროვეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ეტაპზე მე ვერ დავასახელებ კონკრეტულ სახელებს და არ ვიზამ ამას იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით მივიღეთ. ის შემიძლია გითხრათ, რომ 45 წელია, რაც ადვოკატი ვარ, მიმუშავია მსოფლიოს ძალიან ბევრ ძალიან რთულ ქვეყანაში და ასეთი პრეს–რელიზი არასდროს გამივრცელებია. ალბათ გასაგებია, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ამ საქმეს“, – განაცხადა ამსტერდამმა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება უსაფრთხოების საკითხებში პროფესიონალმა მრჩევლებმა ურჩიეს, რომლებმაც უთხრეს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით, გარკვეულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ ბაჩიაშვილისთვის.
„ანალიტიკასთან“ ინტერვიუში რობერტ ამსტერდამს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, საიდანაც ეს ინფორმაცია მიიღეს.
„ქვეყნებს არ დავასახელებ. ძალიან დიდ ვალში ვართ მათთან, რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა. წყაროების დღეს გათქმით, მომავალში მათგან ინფორმაციის მიღებას რისკის ქვეშ არ დავაყენებთ“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.