რეზოლუციაში EPP ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, „ბანკი ქართუს“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გასათიშად ნაბიჯები გადადგან.

აღნიშნულზე ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ SWIFT-ი პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტშია ნახსენები და ეს თავად SWIFT-ს აზარალებს.

“ასეთი მოხსენიება ან ხსენება SWIFT-ის, როგორც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული, ეფექტური, სანდო საგადახდო სისტემის, ამის ხსენება როგორც პოლიტიკური იარაღის, საბოლოოდ ისევ SWIFT-ს ასუსტებს და სურვილს იწვევს სხვადასხვა ქვეყანაში ალტერნატივებზე იფიქრონ. ევროკავშირშიც სულ უფრო ხშირია საუბარი ე.წ სტრატეგიულ ავტონომიაზე საგადახდო სისტემაში. ევროკავშირის ქვეყნებიც კი დაფიქრდნენ რომ იქნებ SWIFT-ისგან დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა შევქმნათ. წამდაუწუმ SWIFT-ის ხსენების გაცვეთა პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში, პირველ რიგში SWIFT-ს აზარალებს. ვიმედოვნებ რომ საღი პოლიტიკური ძალები, თუნდაც ევროპა და აშშ არ უნდა იყვნენ დაინტერესებული ამდენად დისკრედიტაცია მიაყენონ თავის ტრადიციულ საგადახდო სისტემებს და მათ მიმართ ნდობა შეამცირონ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *